კულტურა
თელავის დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.
ღონისძიების ფარგლებში თელავის ისტორიულ მუზეუმში მოეწყო „საუბრები მუსიკაზე“ რევაზ ტაკიძის, დინი ვირსალაძის და თამარ გვერდწითელის მონაწილეობით.

ასევე თელავის თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იყო, მხატვარ დიმიტრი ანთაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი, ტიმოთი ჩოი და ანდრეი ბარანოვი, ჩელისტები ალექსანდრ რუდინი, ალექსეი შადრინი და ალექსანდრ რამი.

ცნობისთვის, ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.


| Print |
FaceBook Twitter Google