კულტურა
"თბილისობის" დღესასწაულზე გურჯაანის კუთხე მოეწყო
თბილისობის დღესასწაულზე, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, გურჯაანის კუთხე მოეწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტმა შემოდგომისთვის დამახასიათებელი, სხვადასხვა თემატური ღონისძიება განახორციელა.
"მიხოსა და მაროს" პერსონაჟები სტუმრებს კახური სამზარეულოს დასაგემოვნებლად იწვევდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თათარა და ჩურჩხელის ამოვლებაში მიეღოთ მონაწილეობა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი და მერის მოადგილე ლერი გელენავა ესწრებოდნენ. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ანსამბლი "გურჯაანი", ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი და ეროვნული ცეკვის ანსამბლი "გურჯაანი".

თბილისობაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის კუთხე ა(ა)იპ "მუნიციპალური კულტურის ცენტრისა" და გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
| Print |
FaceBook Twitter Google