კულტურა
სიღნაღში ნიკო ფიროსმანის მონუმენტი გახსნება
ფესტივალი - „ფიროსმანია სიღნაღში", 8 ოქტომბერს ჩატარდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 11:00 საათზე გაიხსენება, რომლსაც უამრავი აქტივობა მოჰყვება. გაიხსნება ნიკო ფიროსმანის მონუმენტი. სიღნაღის მუზეუმში მოეწყობა თანამედროვე ავტორთა ნამუშევრების გამოფენა.


„ფესტივალი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული შემეცნებითი, შემოქმედებითი აქტივობების პროგრამასაც ითვალისწინებს. სიღნაღში მოსულ მოზარდებს საშუალება ექნებათ დახატონ, გააფერადონ. ღონისძიებას გააფორმებს პერფორმანსი, ფიროსმანის პერსონაჟების სამოსისა და აქსესუარების ასლების გამოყენებით. ასევე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინონ დავით ტურაშვილის საჯარო ლექცია ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყვიდვა.
ფესტივალი ღია ცის ქვეშ გამართული ფოლკლორული კონცეტით დასრულდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სსიპ შემოქმედებითი საქართველო, სსსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,“ - აღნიშნავენ მერიაში.


მათივე ცნობით, „ფიროსმანია სიღნაღში“ მუდმივმოქმედი ფესტივალის სახით დაფუძნდება და განვითარდება, როგორც საერთაშორისო მასშტაბის არტ-პლატფორმა. ფესტივალი მიზნად ისახავს თემატური კულტურული მარშრუტის დაფუძნებას, რომელიც მოიცავს ფიროსმანის შემოქმედებასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ლოკაციას ქვეყნის მასშტაბით.
| Print |
FaceBook Twitter Google