კულტურა
რა ღონისძიებები გაიმართება კახეთში „ღვინის დღეების“ ფარგლებში
9-დან 15 ოქტომბრამდე, საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართება. ფესტივალს კახეთში 9 ოქტომბერს უმასპინძლებს თელავის მუნიციპალიტეტი, 11 ოქტომბერს დედოფლისწყარო, 12 ოქტომბერს ლაგოდეხი და სიღნაღი, 13 ოქტომბერს - საგარეჯო, 14 ოქტომბერს - ახმეტა, ხოლო 15 ოქტომბერს ფესტივალი დაიხურება ყვარელსა და გურჯაანში.

მუნიციპალიტეტების მიხედვით ფესტივალის სრული პროგრამა ასეთია:

თელავი/ერეკლე მეფის სასახლის ეზო

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
15:00–15:30 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 ღვინით ხატვის მასტერკლასები.
16:30–17:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 კერამიკის მოხატვის მასტერკლასები.
15:00–20:00 ექსკურსიები თელავის მარნებში.
15:00–20:00 ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
16:00–17:00 ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით.
17:00–18:00 მუსიკალური პროგრამა „ბალადა და ღვინო“ - ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი.
18:30–19:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
20:00 დასკვნითი გალა კონცერტი.


დედოფლისწყარო/კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი

17:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
17:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური; მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.
17:00–20:00 პურის ცხობა; ჩურჩხელის ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
17:00–20:00 სპეციალურად მოწყობილი საცეკვაო სცენა ცეკვის გაკვეთილებისთვის.
17:00–20:00 საბავშვო გასართობი სივრცე.
17:00–19:00 ფარული დეგუსტაცია - სამოყვარულო ღვინის კონკურსი.
17:00–20:00 შემეცნებით-ისტორიული საგამოფენო სივრცე - ქართული ღვინის ისტორია.
17:00–18:00 ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით.
18:00–19:00 მუსიკალური პროგრამა: ზუკა ხუციშვილი ბენდით.
19:00–20:00 კონცერტი - დუეტი ჯორჯია.


ლაგოდეხი/ნაკრძალის ცენტრალური შესასვლელი

17:00-20:00 საფესტივალო თემა: ღვინო და კინო-მუსიკა.
17:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა.
17:00-21:00 სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.
17:00-21:00 შემეცნებითი საგამოფენო სივრცე - „ქართული ღვინის ისტორია“.
17:00-21:00 ქართული ტრადიციული კოსტიუმების გამოფენა.
17:00-20:00 ქართული კულინარია: დედას პური; მწვადი; ჩურჩხელა; ქართული ნუგბარი; ყველი.
17:30-18:00 მუსიკალური წარმოდგენა: ნეკა სეფისკვერაძე და “ჩვენი კვარტეტი”.
17:30-20:00 ქეთი დავლიანიძის კერამიკის მოხატვის მასტერკლასი.
18:30-19:00 მუსიკალური წარმოდგენა: ნეკა სებისკვერაძე და „ჩვენი კვარტეტი“.
20:00 კონცერტი - ი. სუხიშვილის და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი - ტრადიციული პროგრამა.

სიღნაღი/სიღნაღის ბულვარი
15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური; მწვადი; ყველი; თაფლი; ტყლაპი; ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძები.
15:00–18:00 პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
15:00–15:30 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 კერამიკაზე მოხატვის მასტერკლასები.
16:30–17:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–20:00 ექსკურსიები სიღნაღის მარნებში.
15:00–20:00 შემეცნებითი ინტერაქტიული გამოფენა - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
18:30–19:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
20:00 კონცერტი: ქართული ღვინის მელოდიები (ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ბერიძე, სოფო ხალვაში, ანი კეკუა, საბა კემულარია, სანდრო კობახიძე, ანუკი ცქვიტინიძე, გელა დონაძე, სოფო პაპუაშვილი, თემურ ყვითელაშვილი).


საგარეჯო/ცენტრალური მოედანი

17:00–20:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
17:00–20:00 კვების სივრცე.
17:00–19:00 კულინარიული მასტერკლასი მანჯისთან ერთად.
17:00–20:00 ღვინის დაწურვა საწნახელში, პურის ცხობა; ფელამუშის დამზადება; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
17:00–20:00 ხელნაკეთი ნივთების დამზადების მასტერკლასი.
17:00–20:00 ფილმის „ღვინის ქურდები“ გაცოცხლება.
17:00–20:00 გაცოცხლებული ფიროსმანის ნახატი.
17:00–20:00 მიმების წარმოდგენა.
17:00–20:00 ტრადიციული კახური სუფრა და ქართული სიმღერა.
17:00–20:00 შემეცნებითი ინსტალაცია „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
20:00 კონცერტი - „ალილო“ .


ახმეტა/ახმეტის ტყე-პარკი, წყაროები

17:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
17:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური; მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფის ტრადიციულ კერძები.
17:00–20:00 პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
17:00–19:00 ინტერაქტიული გამოფენა „უძველესი სასმისები“.
17:00–20:00 ცეკვის მასტერკლასები.
17:00–20:00 ექსკურსიები მარნებში.
17:00–20:00 DJ - კინო-მუსიკა.
17:30–18:00 კოსტიუმირებული მუსიკოსების მსვლელობა.
18:00–19:00 შეფ დიმიტრი შარაშიძისა და სომელიე ნიკა ხომასურიძის შოუ - ღვინის და კერძების შეხამება.
19:00–20:00 ქართული სუფრა და მუსიკოსების წარმოდგენა.
20:00–21:00 კონცერტი - დათო ევგენიძე, მარიამ შენგელია, გიორგი მახარაშვილი, სანდრო კვაჭაძე.



გურჯაანი/ახტალის პარკი

14:00-15:00 კოსტიუმირებული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა.
14:00-17:00 კულინარიული შოუ მოწვეულ შეფ-მზარეულებთან ერთად.
14:00–19:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ქართული კერძების მომზადება; თიხის ქვევრის ამოყვანა; 3D ქვევრის დამზადება.
14:00-19:00 მუსიკალური პროგრამა: ქართული ხმები; გიგი პიანომენი; ნეკა სებისკვერაძე; აჩიკო ნიჟარაძე; დათო ნოზაძე; ნათია პერანიძე; ნინო გულიაშვილი; მარიკა ოსიტაშვილი; ნათია ქოროღლიშვილი; ლევან ყანდიაშვილი; ტატო გოდერძიშვილი.
14:00-17:00 საგამოფენო სივრცე.
14:00-18:00 საბავშვო შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.
15:00-16:00 საწნახელში ყურძნის დაწურვა.
14:00–21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00-21:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
14:00-22:00 გასტრონომიული სივრცე.
18:00-22:00 კონცერტი: თამადა; ცაგარელი და მეგობრები; ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი; Groove possession.

ყვარელი/ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: ქართული დაფა; დედას პური; მწვადი; ყველი; ჩირი და ჩურჩხელა.
15:00–20:00 პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა; თიხის ჭურჭლის მოხატვა; მინიატურული ქვევრების ძერწვა და მოხატვა.
15:00–20:00 გასართობი აქტივობების ზონა; ყვავილების კუთხე;
15:00–20:00 ილია ჭავჭავაძის მარნის დათვალიერება გიდის მეგზურობით; შემეცნებითი გამოფენა - „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
15:30–20:00 მუსიკალური წარმოდგენა: ეთნო-ჯაზი: „სტუმრები’’, ‘’ურსა’’.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.