კულტურა
ფართომასშტაბიანი ღვინის ფესტივალი გურჯაანში 30 ათასზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა, მსურველი კვლავაც ბევრია. როგორც გურჯაანიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე ამბობს, მერიაში ახლაც არაერთი ზარი შედის, მაგრამ ადგილები გადავსებულია. ორწლიანი პაუზის შემდეგ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილე დარეგისტრირდა და ბევრ სტუმარსაც ელოდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დღეების“ ფარგლებში ღვინის ფესტივალი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება, გურჯაანის ფესტივალი თავისი მასშტაბურობით მაინც გამორჩეულია.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით არის ფართომასშტაბიანი ღონისძიება. როგორც იცით 300-ზე მეტი მეწარმე იღებს მონაწილეობას ჩვენს ფესტივალზე და მათგან 200-ზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული.
როგორც იცით წელს გაერთიანებულია კულინარიის და ღვინის ფესტივალი, რის გამოც საბოლოოდ ერთი დიდი ფესტივალი გამოდის.
ღონისძიება დილით 2 საათზე დაიწყება და საღამოს გვიან 10 საათზე დასრულდება,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში თამარ ფურცელაძე.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხის სამზარეულო, სადაც მონაწილეები მოამზადებენ თავიანთ ტრადიციულ კერძებს.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იქნება სტუმრების სიმრავლითაც.

თამარ ფურცელაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ელოდება 30 ათასზე მეტ როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმარს, დელეგაციებს და საელჩოებს. მოწვევა გაგზავნილია საზღვარგარეთ დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებშიც. 


მისივე თქმით, „ახტალის პარკი“ დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებიც, რომელიც ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.

„მთელი დღის განმავლობაში ყველა კუთხეში მოხდება რაღაც აქტივობა, რომელიც სტუმრებს დააინტერესებს.
ფესტივალი განკუთვნილია ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის. ოჯახებს შეუძლიათ ნებისმნიერი ასაკის წევრი წამოიყვანონ, რომლებიც ფესტივალიდან დიდ სიამოვნებას მიიღებენ და ვფიქრობ, ეს დღე მათ გონებაში საუკეთესო მოგონებად დარჩება,“ - ამბობს თამარ ფურცელაძე.

შეგახსენებთ, რომ წელს ფესტივალი 200-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და სიძველის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს.

ღვინის დღეებს გურჯაანის ღვინის ფესტივალი დახურავს.
ფესტივალის სრული განრიგი ასეთია:
გურჯაანი/ახტალის პარკი

14:00-15:00 კოსტიუმირებული მსახიობების თეატრალიზებული მსვლელობა.
14:00-17:00 კულინარიული შოუ მოწვეულ შეფ-მზარეულებთან ერთად.
14:00–19:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ქართული კერძების მომზადება; თიხის ქვევრის ამოყვანა; 3D ქვევრის დამზადება.
14:00-19:00 მუსიკალური პროგრამა: ქართული ხმები; გიგი პიანომენი; ნეკა სებისკვერაძე; აჩიკო ნიჟარაძე; დათო ნოზაძე; ნათია პერანიძე; ნინო გულიაშვილი; მარიკა ოსიტაშვილი; ნათია ქოროღლიშვილი; ლევან ყანდიაშვილი; ტატო გოდერძიშვილი.
14:00-17:00 საგამოფენო სივრცე.
14:00-18:00 საბავშვო შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.
15:00-16:00 საწნახელში ყურძნის დაწურვა.
14:00–21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00-21:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
14:00-22:00 გასტრონომიული სივრცე.
18:00-22:00 კონცერტი: თამადა; ცაგარელი და მეგობრები; ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი; Groove possession.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალური ტური
9 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში
გაიმართება, სადაც ერთმანეთს 6 სკოლის გუნდი დაუპირისპირდება.
გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალური ტური 9 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში გაიმართება, სადაც ერთმანეთს 6 სკოლის გუნდი დაუპირისპირდება.
13:22 / 14.11.2022
ხვალ, 12 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში,
ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში, ფიროსმანობა გაიმართება.
ხვალ, 12 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში, ფიროსმანობა გაიმართება.
11:48 / 11.11.2022
ყვარელში, „ილიაობის“ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, ილია
ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში
ილია ჭავჭავაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
ყვარელში, „ილიაობის“ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
16:19 / 10.11.2022
დღეს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, რესპუბლიკის
დამსახურებული ბიბლიოთეკარის, ყოფილი დირექტორის, გენო ჯორჯაძის
მემორიალური დაფა გაიხსნა.
დღეს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, რესპუბლიკის დამსახურებული ბიბლიოთეკარის, ყოფილი დირექტორის, გენო ჯორჯაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
15:50 / 09.11.2022
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ბრალდება 13 პირს წარუდგინა. მათ შორისაა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი.
12:04 / 24-10-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში 40 წლამდე ასაკის კაცი დაიღუპა.
14:45 / 18-10-2022
თელავში 23 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
23:55 / 09-10-2022
ეკონომიკა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსა და ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
13:36 / 28-10-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
14:59 / 20-10-2022
სხვა ამბები
დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 22 ნოემბრამდე უფასო იქნება.
11:16 / 15-11-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტში 24 ნოემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. სამედიცინო ჯგუფს კონსულტაციისთვის სივრცეს მერიის შენობაში დაუთმობენ.
16:41 / 14-11-2022
ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის -„რა? სად? როდის?“ პირველი ეტაპი დაიწყო. სასკოლო თამაშში საჯარო სკოლების ცამეტი გუნდი მონაწილეობს.
23:19 / 11-11-2022
2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია. წამლის კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
10:46 / 10-11-2022
2023-2024 სასწავლი წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებში ცვლილებებია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  სიახლეები ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტებს შეეხო.
14:37 / 08-11-2022
კახეთის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის, გურამ მამუკაშვილის ინფორმაციით, გურჯაანის სპორტ კომპლექსმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა ცურვაში.
12:16 / 25-10-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2022 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.