კულტურა
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს ჩატარდება
გურჯაანის ღვინის ფესტივალის ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია. მასშტაბური ღონისძიება გურჯაანის ახტალის პარკში 22 ოქტომბერს გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის სრული პროგრამა უცვლელია.

„თუ გიყვარს ქართული ღვინო, ხარ კულინარიის მოტრფიალე და კარგ მუსიკაზეც არ იტყოდი უარს, მაშინ მოინიშნე თარიღი 22 ოქტომბერი და მოემზადე დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. ფესტივალის ჩატარების ადგილი უცვლელია - ისევ გურჯაანი, ისევ ახტალის პარკი. დასწრება თავისუფალია. გელოდებით ყველას გურჯაანში, 14:00 საათიდან,“ - ვკითხულობთ ფესტივალის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელიც 15 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, გადაიდო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.


| Print |
FaceBook Twitter Google