კულტურა
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022 [Photo]
გურჯაანში 22 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც 300-ზე მეტი მეწარმე იღებდა მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნა.

გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული იყო სტუმრების სურვილებზე მორგებული 10-ზე მეტი სივრცე. წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ზუნავდნენ ანიმატორები, მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. მუსიკალურ განწყობას ქმნიდნენ: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები, თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, დათო ნოზაძე, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ნეკა სებისკვერაძე, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

























































































| Print |
FaceBook Twitter Google