კულტურა
ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში მწერლის ბიუსტი გაიხსნა
ყვარელში, „ილიაობის“ მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, მუზეუმის ეზოში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
ასევე გაიხსნა ყვარლის შესასვლელში მდებარე ილია ჭავჭავაძის განახლებული სკვერი და ბარელიეფი.

„კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები "ილიას ტბაზე" გაგრძელდა, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი, თემატური კუთხეები, მუნიციპალიტეტის თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი საკუთარი სოფლის წეს- ჩვეულებებსა და გასტრონომიულ კუთხეს აცნობდა დამთვალიერებლებს.“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, მუზეუმში, ყვარლისა (საქართველო) და ტუკუმსის (ლატვია) მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.





| Print |
FaceBook Twitter Google