კულტურა
საშობაო კონცერტები გურჯაანის 6 სოფელში ჩატარდება
წელს გურჯაანი ახალ წელს გამორჩეულად ხვდება. გარდა იმისა, რომ 25 და 31 დეკემბერს კონცერტები ჩატარდება ქალაქ გურჯაანში, სადღესასწაულო ღონისძიებები 6 დიდ სოფელშიც გაიმართება.
როგორც speqtri.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ განუცხადა, ადგილობრივი შემსრულებლების საშობაო კონცერტები ყველა სოფელში 15 საათზე დაიწყება.

განრიგი კი ასეთია:

26 დეკემბერი: სოფელი ბაკურციხე;
27 დეკემბერი: სოფელი ვეჯინი;
29 დეკემბერი: სოფელი ველისციხე;
30 დეკემბერი: სოფელი ვაჩნაძიანი;
3 იანვარი: სოფელი არაშენდა;
5 იანვარი: სოფელი კაჭრეთი.

26-დან 6 იანვრის ჩათვლით ყველა სოფელს ესტუმრება თოვლის პაპა და ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებს. აღნიშნული ღონისძიების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google