კულტურა
ანსამბლ "გურჯაანს" კულტურის მინისტრმა სასცენო სამოსი გადასცა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „გურჯაანს“  სასცენო სამოსი გადასცა.
ანსამბლისთვის 18 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი თავად მათი საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით შეირჩა. ახალი სასცენო სამოსი  ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“ შეკერა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ანსამბლ "გურჯაანის" მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და მათ წარმატებები უსურვა.

"ანსამბლი „გურჯაანი“ მრავალი წელია თავისი კუთხის ერთგულია ფოლკლორით და არა მხოლოდ. მადლობა თქვენ და მადლობა მათ, ვინც ამ ყველაფერს ჩაუყარა საფუძველი. მიუხედავად იმ ბევრი პრობლემისა, რაც კულტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს გვაწუხებს, მაინც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანსამბლები არა მხოლოდ განვითარდნენ, არამედ ნიჭიერი თაობებიც აღზარდონ. ანსამბლ „გურჯაანის" შემთხვევაში ეს ნამდვილად ასეა. მათ საქართველოში და საზღვარგარეთ გასტროლების დიდი გამოცდილება აქვთ. შექმნეს არაერთი მნიშვნელოვანი ნიმუშის შემცველი ალბომი, მინდა მათ წარმატებები ახლა უკვე ახალ სასცენო სამოსში ვუსურვო“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,  2023 წელს, სასცენო სამოსის დასამზადებლად 150 000 ლარია გამოყოფილი და საქართველოს მასშტაბით, მოთხოვნა 20-ზე მეტ ანსამბლს აქვს წარდგენილი.


| Print |
FaceBook Twitter Google