კულტურა
ძველ ნამოსახლარს სოფელ ძირკოკში არქეოლოგები მოინახულებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილ ძველისძველ ნამოსახლარს, არქეოლოგები მოინახულებენ - ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, აღმოჩენილი ნივთები თავად უკვე დაათვალიერა.

„აღმოჩენილია ხის ნახშირით გაჯერებული, მძლავრი კულტურული ფენები, რიყის ქვით ნაშენი ძველი შენობების ფრაგმენტები, ღვინის ქვევრის უჩვეულოდ ბრტყელი ძირი,
რომელსაც ორრიგად ტალღოვანი, ამოკაწრული ორნამენტები გასდევს, რიყის დიდი ბრტყელი ქვა, რომელზედაც ჯვარი და რაღაც ასო არის ამოკაწრული, ძვლები (სავარაუდოდ ადამიანის) და ეს ყველაფერი დღეს ვიხილე, როდესაც აღმოჩენის ადგილს ვესტუმრე.“ - წერს მარკოზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მიწის სამუშაოები ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩამოსვლამდე, რამდენიმე დღით შეჩერებულია.



| Print |
FaceBook Twitter Google