კულტურა
„ბადაგონის სახლი ალავერდთან“ სივრცეში „თუშური კულტურის დღე“ გაიმართება
თუშეთის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 10 ივნისს, რესტორნის „ბადაგონის სახლი ალავერდთან“ სივრცეში გაიმართება ღონისძიება „თუშური კულტურის დღე“.

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია თუშეთის ტურისტული სეზონის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მხარდაჭერა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაცია.

მასში ჩართული არიან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და რესტორნების ქსელი „ბადაგონის სახლი“.


„სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თუშურ წეს-ჩვეულებებსა და ხელოვნებას. მოისმინონ ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები. ადგილზე დააგემოვნონ რესტორანი „ბადაგონის სახლის“ შეფის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული თუშური ტრადიციული კერძები. (კოტორი, ხავიწი, გორდილა, ერბოან ყვა, ყაღი და ა.შ) და თავადაც ჩაერთონ მომზადების პროცესში. გაეცნონ თუშ მეწარმეებს და მათ პროდუქციას. გაეცნონ ტრადიციულ თუშურ ხელსაქმეს.“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი /