კულტურა
ბადაგონის სახლში „თუშეთის კულტურის დღე“ გაიმართა
თუშეთის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბადაგონის სახლში, ტრადიციული ღონისძიება "თუშეთის კულტურის დღე" გაიმართა.

ბადაგონის სახლში წარმოდეგნილი იყო თუშური კულტურისა და წეს-ჩვეულებებისთვის დამახასიათებელი გამოფენა, ადგილობრივი, თუში მეწარმეების პროდუქცია, შესრულდა ფოლკლორული ნაწარმოებები.
ღონისძიების ფარგლებში თუში მწერლის, გიორგი ცოცანიძის წიგნის "გიორგობიდან გიორგობამდე" პრეზენტაცია გაიმართა.

"თუშეთის კულტურის დღე" ტრადიციულ ხასიათს ატარებს, ღონისძიება ყოველწლიურად ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის, თუშეთის დაცული ლანდშაფტისა და ბადაგონის სახლის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების მიზანია თუშეთის ტურისტული სეზონის ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარება და თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი ხელსაქმის პოპულარიზაცია.“ - ამბობენ მერიაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.






| Print |
FaceBook Twitter Google