კულტურა
თელავში საგასტროლო სპექტაკლი „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ გაიმართება
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, გაიმართება გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ საგასტროლო სპექტაკლი - „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე.

„დოვინ-დოვენ-დოვლი...“ არის ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის საავტორო თანამედროვე საბალეტო სპექტაკლი, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალურია იმით, რომ ქორეოგრაფია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზეა დადგმული.

ასრულებს: გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი.“-ნათქვამია განცხადებაში.

სპექტაკლი გაიმართება 15 ივლისს, 19 სთ-ზე.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:555 58 23 23.

| Print |
FaceBook Twitter Google