კულტურა
სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება
29 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, უკვე ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს ცნობილი მუსიკოსებ - ზაზა მარჯანიშვილს, რომა რცხილაძეს, "ნალი ბენდს", "ბენდი +995"-ს.
კონცერტი გაიმართება ქეთევან წამებულის ქუჩაზე - 20:00 საათზე.

როგორც მერიაში განმარტავენ, ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში მოეწყობა ღვინის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც - 18:00 საათიდან გაიმართება.




| Print |
FaceBook Twitter Google