კულტურა
ლაგოდეხში ნაყინის ფესტივალი 2023 გაიმართება
30 ივლისს ლაგოდეხში, რანის საფეხბურთო მოედანზე ნაყინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება 18 საათიდან დაიწყება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სტუმრებს ნაყინის მრავალფეროვნება და სასიამოვნო გარემო დახვდებათ.

„სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ნაყინი - მიიღონ საჩუქრად, ან შეიძინონ, ორცხობილები, სლაშის ნაირსახეობები და გაერთონ მხიარული აქტივობებით.
წარმოდგენი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამები: ანიმატორების შოუ, მუსიკალური თამაშები, თოკის გადაზიდვა, მხიარული სტარტები, ხალიჩაზე ცეკვა, დიდი საპნის ბუშტების შოუ, ილუზიონისტის შოუ, გასართობი ატრაქციონები, ზღაპრის გმირები, გათამაშებები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს Mix2ra dj set. შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ნაყინის ფესტივალი!“ - აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მხარდამჭერია ნაყინი „ბარამბო“, „გურჯაანი“ და გაამოს ორცხობილები.

| Print |
FaceBook Twitter Google