კულტურა
გურჯაანში ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება
29 ივლისს, 20:00 საათიდან გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება. მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინფორმაციით, დასწრება თავისუფალია, თუმცა ღონისძიების ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები.

„საღამოს განრიგი ასეთია: 20:00 სთ. - მანათობელი სამაჯურების დარიგება, 20:30 სთ - DJ Dona, 22:00 სთ - Guka Kashia. სამაჯურს მიიღებს პირველი 100 სტუმარი. ადგილზე გელოდებათ სხვა ბევრი სიურპრიზი.
ღონისძიების ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები. უსაფრთხოებას გააკონტროლებენ ჩვენი ფარული კამერები და პოლიცია. დასწრება უფასოა.“ - აცხადებენ კულტურის სახლში.


| Print |
FaceBook Twitter Google