კულტურა
უჯარმის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, უჯარმის მუზეუმ - ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის ღონისძიება გაიმართა.
როგორც ცნობილია, მონაწილეობას იღებდნენ მთის ზონის (კოჭბანი, ვერონა) მოლექსე - მოკაფიავენი: დეკანოზი თავმას ჩოხელი, გიგლა ჭინჭარაული, რამაზი დიდებაშვილი, გელა ხოშარაული; ეთო თედიაშვილი, მარეხი დიდებაშვილი ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,  საღამოს უძღვებოდა საქართველოს 2022 წლის ეროვნული ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი ლეილა არჩემაშვილი.

ღონისძიების დასასრულს, მერის მოადგილემ, გიორგი ლალიაშვილმა მონაწილეებსა და ფრანგ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.




| Print |
FaceBook Twitter Google