ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ
კარდანახში, მდებარე სასტუმრო “ამპელო”-ში, 7 ოქტომბერს ღვინის
ფესტივალი გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ
ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანია, კარდანახის ღვინისა და
ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი
ღვინოების აღმოჩენა. უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა.
სტუმრებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ:
- ყურძნის დაწურვაში
- ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში
- ჩურჩხლის ამოვლებაში
- კახური შოთის გამოცხობაში
- მწვადის შეწვაში
- სხვადასხვა მასტერკლასებსა და აქტივობებში
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით
12:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ფესტივალის მასპინძელი და ორგანიზატორია ღვინის კომპანია
"კარდანახი 1888". ფესტივალზე დასწრება და მონაწილეობა უფასოა.
ცნობისთვის,
კარდენახში ღვინის ფესტივალი სასტუმრო ამპელოში
პირველად
2021 წელს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები