კულტურა
თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
თელავის ისტორიულ მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“ გაიხსნა, სადაც მონაწილეობის მისაღებად 121 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი ფილმია წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში, 50-ზე მეტი საკონკურსო ფილმი იქნება ნაჩვენები.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, ფესტივალის მიზანია კინოხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. მასში მონაწილეობენ როგორც მხატვრული, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ავტორები. საკონკურსო პროგრამაში ცალკე კატეგორიადაა წარმოდგენილი ქართული სტუდენტური ფილმები.
ასევე, წელს ფესტივალს დაემატა ვორკშოპები და მასტერკლასები, რომელსაც დარგის უცხოელი სპეციალისტები გაუძღვებიან,“ - ამბობენ მერიაში.

ფესტივალის გამარჯვებულ მონაწილეებს 30 სექტემებერს, ,,ოქროს მტევანის“ დახურვის ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.



| Print |
FaceBook Twitter Google