კულტურა
ლაგოდეხში “ჰერეთობა 2023“ გაიმართება
7 ოქტომბერს, ლაგოდეხში ჰერეთობა 2023 გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებები თავისუფლების ქუჩაზე დ14:00 საათიდან 22:00 საათამდე ჩატარდება.

ღონისძიების პროგრამა ასეთია:

  • 14:00-15:00 - პარაოლიმპიური სპორტული თამაში, „ბოჩა“;
  • 14:00-22:00 - ძველი და თანამედროვე ლაგოდეხის ამსახველი ფოტოგამოფენა;
  • 15:00-18:00 - საწნახელში ყურძნის დაწურვის პერფორმანსი;
  • 15:00-19:00 - ქართული ღვინის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
  • ქართული სამზარეულოს მასტერკლასი; მრავალფეროვნების კუთხე - ,,პატარა საქართველოს’’ დათვალიერება, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს დაგემოვნება;
  • 16:30-18:00 - ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი, ბარბარე სამხარაძე;
  • 18:00-18:30 ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
  • 19:00-22:00 - გალა კონცერტი, დუეტი „ლეონი“ და ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“.


13 ოქტომბერს კი ლაგოდეხი ღვინის დღეებს უმასპინძლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google