კულტურა
დღეს გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
დღეს, 14 ოქტომბერს, გურჯაანი ღვინის ფესტივალს უკვე მეხუთედ მასპინძლობს, თუმცა, ტრადიცია 2017 წლიდან იწყება. როგორც ყოველთვის, ღონისძიება ამჯერადაც ახტალის პარკში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღვინის ფესტივალზე ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი სივრცე. წარმოდგენილი იქნება ბავშვთა გასართობი პროგრამა, კახური მასტერკლასები, აგრობაზარი, ღვინის ბარი, მეღვინეობის, მეწარმეობის, გასრონომიული და სხვა საგამოფენო სივრცეები.

საფესტივალო ღონისძიებები მოწვეული სტუმრებისთვის 14:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დამთავრდება. წელს მონაწილეობის მისაღებად 337 მეწარმე და ღვინის კომპანია დარეგისტრირდა.
ფესტივალზე 30 000-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google