კულტურა
იორმუღანლოში ეთნოფესტივალზე მანანა ჯაფარიძე იმღერებს
აზერბაიჯანული ესტრადის ქართველი ვარსკვვლავი, მანანა ჯაფარიძე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში კონცერს გამართავს, რომელიც ეთნო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ასეთი ფესტივალი აღნიშნულ თემში პირველად გაიმართება.


„21 ნოემბერს, 16:00 საათზე, სოფელ იორმუღანლოში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ, ეთნო ფესტივალი გაიმართება, სადაც ექსკლუზიურად, მოწვეული, ყველასათვის საყვარელი მომღერალი, მანანა ჯაფარიძე წარსდგება ცნობილი ქართული და აზერბაიჯანული რეპერტუარით. გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ პირველი ფესტივალი ეთნიკურ სოფლებში!“ - აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ტარდება.

ვიკიპედიას ცნობით, მანანა ჯაფარიძე 1998 წელს ჩავიდა ბაქოში, სადაც დაიწყო მისი პროფესიული და შემოქმედებითი კარიერა. მსმენელის წინაშე პირველივე გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა და წარმატება მოიპოვა. 1999 წლიდან კონკურსებზე აზერბაიჯანის სახელით გამოდის და მიღებული უმაღლესი ჯილდოები და პრიზები. მათ შორის არის 2000 წლის პრაღის ახალგაზრდა მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის „UNIVERSTALENT”-ის ლაურეატი და მოსკოვის სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის „ფართო სპექტრის” გამარჯვებული.
2009 წლის 18 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მანანა ჯაფარიძისთვის აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტის მინიჭების თაობაზე.

მიღებული აქვს სამი „გრან-პრი”:

საერთაშორისო ფესტივალი — „აზიის ხმა”; 1999, ალმათი, ყაზახეთი
საერთაშორისო ფესტივალი — „სლავიანსკი ბაზარი”; 1999, კიევი, უკრაინა
საერთაშორისო ფესტივალი; 2000, შანხაი, ჩინეთი, სადაც ასევე მოიპოვა პრიზი „აზიის ოქროს ხმა”.
| Print |
FaceBook Twitter Google