კულტურა
ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია - ვინ ჩაატარებს გურჯაანში საახალწლო ღონისძიებებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 22 და 31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 97 600 ლარს დახარჯავს.
ტენდერი უკვე დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიაც - შპს ავანსცენა.

აღნიშნულმა კომპანიამ უნდა უზრონველყოს: ცნობილი ბენდის პოპ ჯგუფების, საბავშვო ჯგუფებისა და სოლო მომღერლების ჩამოყვანა; ანიმაციური გმირების მონაწილეობა ბარაბან შოუსთან ერთად; ფოიერვერკები, ფოტო ვიდეო კლიპის გადაღება და სხვა ტექნიკური თუ საორგანიზაციო საკითხები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასება და კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google