კულტურა
მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი გურჯაანში პატარა მკითხველებს შეხვდა
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.

შეხვედრის ფარგლებში, ღონისძიებაზე მყოფი ბავშვები გაეცნენ კატო ჯავახიშვილის წიგნს „სიყვარულით, ელლი“. ავტორმა პატარებს უამბო იმის შესახებ, თუ როგორ და რა ვითარებაში დაწერა მან აღნიშნული წიგნი და მათთან ერთად განიხილა წიგნის სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდები.

კატო ჯავახიშვილმა ბავშვებთან საუბარის დროს გაიხსენა, რომ საბავშვო წიგნის დაწერის ინსპირაციის წყარო, კორონავირუსით ინფიცირების დროს, გახდა პატარაობის მოგონებები, რომელიც იმ პერიოდში აქტიურად ახსენებდა თავს. 











| Print |
FaceBook Twitter Google