20 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლის,
"ოქროს ბუცის" პრემიერაა.
"„ ოქროს ბუცი" -ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა გრიგოლ
ჟორდანიამ, ევგენი შვარცის პიესის "კონკია" მოტივებზე დადგა და როგორც
ყველა ზღაპარი, გამარჯვებითა და ტრიუმფით მთავრდება. სპექტაკლი
მეოცნებე ფეხბურთელზეა, რომელიც ბევრ ბარიერსა და უსამართლობას ხვდება
ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში."-ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბილეთის ფასი 5 ლარია და მისი შეძენა დღეიდან
შეგეძლებათ გურჯაანის კულტურის ცენტრის სალაროებში, biletebi.ge-სა და
tkt.ge-ზე.
მასალის გამოყენების პირობები