სპორტი
ქართველი მოჭიდავეების კიდევ ერთი წარმატება
ავსტრიის ქალაქ გიოტცში მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის ეგიდით ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რიგით მე-6 ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრში 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა. ზაზა სილაგაძის და მუხრან მაჭუტაძის ხემლძღვანელობით, ნაკრებმა 8 წონითი კატეგორიაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (50 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (74 კგ), გურამ ხეცურიანი (84 კგ), გიორგი მელია (96 კგ) და ზვიად პატარიძე (120კგ), ვერცხლის მედალს ლევან ქავჟარაძე (60 კგ) დაეუფლა, ბრინჯაო კი დავით ჩხარტიშვილმა (55 კგ) მოიპოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 77 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორეზე უნგრეთი გავიდა - 53 ქულით, მესამეზე - აშშ 46 ქულით.
| Print |
FaceBook Twitter Google