სპორტი
მინი ფეხბურთში ყვარლის "ფალავანმა" გაიმარჯვა
13 მარტს, ყვარლის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, ილიას ტბაზე მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.


ტურნირში სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული სპორტული გუნდებიც იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვება და ახალგაზრდული საკრებულოს თასი ყვარლის გუნდმა "ფალავანმა" მოიპოვა. მეორე ადგილზე ყვარლის გუნდი "all black"გავიდა ხოლო მესამეზე შილდის გუნდი.


შეჯიბრი 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სპორტსმენთა ჯანმრთელობაზე საქართველოს წითელი ჯვრის ყვარლის ფილიალის მოხალისეები ზრუნავდნენ. უსაფრთხოდ წარმართვას ყვარლის რაიონული პოლიცია უზრუნველყოფდა.


შეჯიბრის დასრულებისას ყვარლის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა გურინმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა დაინტერესებისათვის.
"ყვარლის ახალგაზრდული საკრებულო კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ყველა მონაწილეს, მოხალისეებსა და ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს უანგარო თავდადებისთვის. ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გამგებელს ბატონ ილია მზექალაშვილს და მის მოადგილეს ბატონ მალხაზ ხიზანიშვილს. "ილიას ტბის" ადმინისტრაციას, ყვარლის რაიონული პოლიციის სამმართველოს, საქართველოს წითელი ჯვრის ყვარლის ფილიალს. იმედია, რომ მსგავსი ორგანიზებული ღონისძიებები კვლავ გაიმართება."-აღნიშნა მან.


გამარჯვებულები თასით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოეს.




| Print |
FaceBook Twitter Google