სპორტი
თოკები ფრენბურთის ბადის ნაცვლად და ოცნება სპორტულ კარიერაზე...
როვლან კალანდაროვი და ელვინ ქარიმოვი დუზაგრამის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთ კლასში სწავლობენ და თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენ.
ძალიან უყვართ ფრენბურთი და სპორტის გაკვეთილს მოუთმენლად ელოდებიან. როგორც თვითონ ამბობენ, ეს სახეობა სპორტის მასწავლებელმა ალი მუსტაფაევმა შეაყვარათ.
"ფრენბურთი ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ყველაფერია. ბავშვობაში ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ მერვე კლასის შემდეგ, უკვე ამ სპორტით დავინტერესდი. გაკვეთილზე სკოლის "სტადიონზე" კლასელებთან ერთად ვთამაშობთ. თუ ცუდი ამინდია, მაგასაც ვერ ვახერხებთ. სპორტული დარბაზი რომ გვქონდეს, ამ სკოლაში უფრო მეტი წარმატებული ბავშვი იქნებოდა."-ამბობს როვლან კალანდაროვი.

მისივე თქმით, მოედანი არც სოფელშია. ამიტომ ახალგაზრდებმა უფროსებთან ერთად გადაწყვიტეს საკუთარი ძალებით სპორტული მოედანი მოეწყოთ.
"ფრენბურთს, ჩვენთან ერთად, უფროსებიც თამაშობენ. ივრის ნაპირზე ერთობლივი ძალებით ადგილი გავასუფთავეთ. ორი ჯოხი ჩავურჭეთ, ზედ თოკი გავაბით და ისე ვთამაშობთ. თუ ქარი ან წვიმა არ არის, თითქმის ყოველდღე იქ ვართ. ძალიან გვინდა სკოლაშიც და სკოლის გარეთაც კარგი მოედანი გვქონდეს, სადაც ნორმალურად შევძლებთ თამაშს."

როვლანის აზრს იზიარებს ელვინ ქარიმოვიც. მისი თქმით, ფრენბურთს თანაკლასელი გოგონებიც კარგად თამაშობენ.
"ბიჭები და გოგონები ხან ცალკე გუნდებად ვთამაშობთ, ხან ერთად. ზოგჯერ სხვა სკოლებსაც ვეჯიბრებით. არც სოფელში და არც სკოლაში არანაირი წრე არ არსებობს, რომ ახალგაზრდები სპორტში აქტიურად ჩავერთოთ. არც სპორტული დარბაზები გვაქვს. კარგი იქნება, მოედანი მაინც რომ გვქონდეს. თავისუფალ დროს იქ გავატარებდით და "ბირჟაზეც" აღარ ვიდგებოდით."

უმცროსკლასელებს ძირითადად ფეხბურთი მოსწონთ. საყვარელი სპორტსმენებიც ჰყავთ. უნდათ რონალდუსა და მესის მსგავსად, წარმატებული ფეხბურთელები გამოვიდნენ. იციან, რომ ამისათვის დიდი შრომა და ყოველდღიური ვარჯიშია საჭირო, რის შესაძლებლობაც არც სკოლაში აქვთ და არც უბანში.
"სკოლის მოედანზე ფეხბურთის ბადეები არ არის. ეხლა ბურთიც აღარ გვაქვს, გაგვიფუჭდა, ახალი კი ჯერ ვერ გვიყიდია."-ამბობს მუსაევ მამედოვი და ნახევრად გაბერილი, გაცვეთილი ბურთით სათამაშოდ მეგობრებთან ერთად, ეზოში გარბის.

დუზაგრამის სკოლის შემდეგ ლამბალოს სკოლაში მივედით, რომელიც ნაქირავებ ფართშია განთავსებული. დასვენების დროს მოსწავლეები ეზოში ჩოგბურთის ბურთით "წრეში ბურთს" თამაშობდნენ. სკოლის დირექტორი, დავით როსტომაშვილი გააღიზიანა ჟურნალისტის კითხვამ: სად უტარდებათ სპორტის გაკვეთილი, აქვთ თუ არა მოედანი და სპორტული ინვენტარი? "ინტრიგანი თუ არ ხარ, მაგ კითხვას რატომ მისვამ? " მან კომენტარის გაკეთება არც მას შემდეგ ისურვა, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით.

სასწავლო დაწესებულებისთვის სპორტული დარბაზი და მოედანი რომ აუცილებელია, ამის შესახებ დუზაგრამის სკოლის დირექტორი კიას აბუზაროვი საუბრობს.
"ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ პირობები არ უწყობთ ხელს. დარბაზისთვის ფართიც არ გვაქვს, ამისთვის ახალი ნაგებობა იქნება საჭირო. მოსწავლეების და ჩემი დიდი სურვილია, კეთილმოწყობილი მოედანი გვქონდეს. სპეციალური საფარით და ღობით. "

კიას აბუზაროვის თქმით, იმის გამო, რომ სოფელში მოედანი არ არის, სკოლაში სათამაშოდ ხშირად შემოდიან სოფლის მცხოვრებლები, თუმცა, ის ნებას არ აძლევს. შიშობს, მოსწავლეებსა და მათ შორის დაპირისპირება არ მოხდეს.

როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიმარტეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის მიხედვით, უკვე მოხდა სპორტული ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის დამუშავება. მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება და მონიტორინგი. ჩატარდა ტენდერი და საქართველოს ათი რეგიონის ოც ქალაქში დამონტაჟდა გარე სპორტული ტრენაჟორები და სხვა სავარჯიშოები.

მათივე ინფორმაციით, "მომავალში შეიქმნება სპორტული ინფრასტრუქტურის ელექტრონული რუქა, რომელზეც ჯამში 50 000 ლარი გაიხარჯება. ასევე შემუშავდება ინფრასტრუქტურის განვითარების 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება და მონიტორინგი, რისთვისაც 160 მლნ. ლარი გაიხარჯება." _ ამბობს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი სოფო ჩაკვეტაძე.
კითხვაზე - რა ღონისძიებებია დაგეგმილი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წელს იორმუღანლოს თემში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური აღზრდისა და განათლების კუთხით? - ამ ეტაპზე, სამინისტროში ვერ გვიპასუხეს.

მკითხველს აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს
პერიოდში მივაწვდით. ამ მასალის ნახვა შესაძლებელი იქნება ჩვენს
ვებ გვერდზე წწწ.სპექტრი.გე

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში კი განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმის ფორმირება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული პრიორიტეტების გათვალისწინებით ხდება. შემოსული მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრება შენობა-ნაგებობების პირველადი სარეაბილიტაციო პრიორიტეტები და ამის საფუძველზე მოხდება ამა თუ იმ ობიექტების სამოქმედო გეგმაში შეყვანა.
"იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ან სხვა დაინტერესებულ პირს, სააგენტოსთვის აღნიშნული მოთხოვნით არ მოუმართავს. სკოლის დირექციის მომართვის შემთხვევაში სააგენტო განიხილავს საკითხს და სამომავლო სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში, პრიორიტეტების შესაბამისად იმოქმედებს. "-აღნიშნა ჩვენთან საუბარში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია მეტრეველმა.

მისივე თქმით, ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარეობს საჯარო სკოლის მშენებლობა, სადაც თანამედროვე სტანდარტების სპორტულ დარბაზთან ერთად, ღია სპორტული მოედანიც მოეწყობა.





SPEKTRI XÜSUSİ BURAXILIŞ N3 - PDF
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25.03.2024
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის
ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები,
ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ
ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს გოგონათა ნაკრები, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა. თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა ასევე პირადი პირველობაც მოიპოვა.
11:16 / 28.02.2024
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი
კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+
წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული
ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
20-25 თებერვალს, ქალაქ მარნეულში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, 2008-09 წლებში დაბადებულ გოგონებსა და ვაჟებს შორის. 80+ წონით კატეგორიაში გოგონებს შორის ჩემპიონი გახდა 14 წლის ჯული ცინაძე, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდანაა.
17:42 / 26.02.2024
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი
- ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
როგორც ცნობილია, შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი - ბიჭების, 4 გუნდი - გოგონების.
16:05 / 19.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 28 °C
img
დ.წყარო 13 / 27 °C
img
სიღნაღი 14 / 29 °C
img
ლაგოდეხი 13 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 27 °C
img
თელავი 14 / 29 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.