სპორტი
ნაფარეულში საბავშვო საფეხბურთო ტური გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში კახეთის საბავშვო საფეხბურთო ფესტივალის მორიგი ტური გაიმართა.
ფესტივალში თვითმმართველი თემის ორმა ასაკობრივმა გუნდმა (2003-2004-2005 წლებში დაბადებულები) "წინანდალმა" და "ნაფარეულმა" მიიღო მონაწილეობა.

"საფეხბურთო ფესტივალში, რომელიც კახეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საბავშვო სკოლებმა მიიღეს. "წინანდალმა" ლაგოდეხის გუნდთან თამაში 1:0 მოგებით დაასრულა. "ნაფარეული"-ს გუნდი კი დედოფლისწყაროს გუნდს შეხვდა და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.“-განაცხადა თვითმმართველი თემის სასპორტო გაერთიანების ფეხბურთის განვითარების მენეჯერმა გიორგი ნუსხელიძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google