სპორტი
რა შედეგებით დასრულდა მკლავჭიდის ტურნირი გურჯაანში
5 აპრილს, კულტურის ცენტრში გურჯაანის ღია პირველობა გაიმართა მკლავჭიდში.
როგორც ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა აღნიშნა, ოფიციალური მოწვევა ცხრა მუნიციპალიტეტს გაეგზავნა. თუმცა შეჯიბრის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასში უფრო მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

"ეს იყო ჩვენი გეგმიური ღონისძიება. ასეთი მასშტაბური ტურნირი ჯერ არ ჩაგვიტარებია. კახეთიდან შვიდი რაიონის სპორტსმენები ჩაერთვნენ. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ საკუთარი ინიციატივით მონაწილეები რუსთავიდან და თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ხუთ წონით კატეგორიაში სულ 120-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. დავამატეთ კიდევ ცაციაში აბსოლუტური წონითი კატეგორიაც. გამარჯვებულებს მედლები, დიპლომები, თასები, სპორტული ჩანთები, და ელექტრომადუღარები გადავეცით. იყო ასეთი კატეგორია-მაყურებლის სიმპათია, რომელსაც მაღაზია "ბეკომ" პურის ელექტროსაცხობი გადასცა. გურჯაანელმა სპორტსმენებმაც გამოიჩინეს თავი. 4 მონაწილე მესამე ადგილის მფლობელი გახდა. "-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სპორტული აქტივობები ამით არ ამოიწურება.
"22 აპრილს გურჯაანში გაიმართება რეგიონული ახალგაზრდული ფესტივალი "გურჯაანი 2016", რომლის ფარგლებში ჩატარდება შეჯიბრი მკლავჭიდში, სტრიტბოლსა და ჭადრაკში. გარდა ამისა, ოქტომბერში "გურჯაანქალაქობაზე" გაიმართება ქალაქ გურჯაანის ღია პირველობა მკლაჭიდში, სადაც ასევე, ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება."

წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ:
60 კგ- გიორგი უძილაური-ახმეტა
70 კგ-ირაკლი ზირაქაშვილი - საგარეჯო.
80 კგ. -გურამ აბულაშვილი -ახმეტა
90 კგ- ელჩინ ბინატოვი -თბილისი
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში-(მარჯვენა ხელში)- ზაზა კობაიძე-დედოფლიწყარო.
აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (მარცხენა ხელში) - ელჩინ ბინატოვი -თბილისი.

| Print |
FaceBook Twitter Google