სპორტი
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოვა, რომელსაც ნორვეგიის ქალაქი ფორდე უმასპინძლებს.
შეჯიბრება 10 აპრილს დაიწყება, სადაც საქართველოდან  8 ვაჟი და ერთი გოგონა იქნება. გუნდში იასპარეზებენ ნაკრების ლიდერი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105 კგ) და მოქმედი ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე (+105).

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას:

11 აპრილი - რამინ შამილიშვილი (62 კილოგრამი)
12-13 აპრილი - ირაკლი გაბრიჭიძე (77 კილოგრამი)
13-14 აპრილი - რევაზ დავითაძე (85 კილოგრამი)
14-15 აპრილი - რაულ ცირეკიძე (94 კილოგრამი)
14-15 აპრილი - ალუდა მანაგაძე, გიორგი ჩხეიძე (105 კილოგრამი)
16 აპრილი - ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (+105 კილოგრამი)
16 აპრილი - ანასტასია გოტფრიდი (+75 კილოგრამი)

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა ნაკრებს მოპოვებული აქვს რიოს ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია. ტალახაძე რიოში მედლის მოპვების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

| Print |
FaceBook Twitter Google