სპორტი
ლაშა ტალახაძემ ევროპის რეკორდი დაამყარა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს ძალოსნობაში ლაშა ტალახაძეს (+105) უმასპინძლა.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფიორდეში ჯამში 463 კგ ასწია. ატაცში 212 კგ და ევროპის რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი - 251 კგ დაძლია. ტალახაძემ მთავარ მედალთან ერთად ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვა.

ვიცე - ჩემპიონი - ანასტასია გოტფრიდი (+75) გახდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ძალოსანთა ნაკრებს ვერცხლის მედალი და რიოს ლიცენზია მოუტანა. ანასტასია გოტფრიდმა, ორჭიდში 249 კგ-ის დაძლევა შეძლო და ჩემპიონს, სომეხ ჰრიპსიმ ხურშუდიანს მხოლოდ 1კილოთი ჩამორჩა.

ქალაქ ფიორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამასთანავე რიოს ოლიმპიადის კიდევ ერთი, რიგით მე -4 ლიცენზია დაისაკუთრა.

რიოში საქართველოს სახელით სულ 4 ძალოსანი გამოვა - 3 ლიცენზია ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა შარშან ჰიუნსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

| Print |
FaceBook Twitter Google