სპორტი
პოლიციის მაიორმა ლევან გილიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სამხრეთ აფრიკაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის პროფესიონალ სპორტსმენთა მსოფლიო ჩემპიონატში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონატში საქართველოდან ხუთკაციანმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 200 კილოგრამიანი შტანგა ასწია და მეორე ადგილზე გავიდა. პოლიციის მაიორი ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას
მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული. იგი ევროპის ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და საქართველოს 14 გზის ჩემპიონია.

| Print |
FaceBook Twitter Google