სპორტი
გურჯაანელი მკლავჭიდელების კიდევ ერთი წარმატება
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა სამმა გურჯაანელმა სპორტსმენმა მიიღო.
ალექსანდრე ზავრაშვილმა 60 კგ. წონით კატეგორიაში მარჯვენა ხელში პირველი ადგილი, მარცხენაში კი მე-3 ადგილი დაიკავა. წარმატებული იყო თენგო ნაცვლიშვილის გამოსვლაც. მან 70 კგ. წონით კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელში მესამე ადგილი დაიკავა.

„სამი სპორტსმენიდან ორმა საკმაოდ კარგი, ხოლო ალიკა ზავრაშვილმა უმაღლესი შედეგი აჩვენა. ის მარჯვენა ხელში ევროპის ჩემპიონი გახდა, “-აღნიშნა გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალიკა ზავრაშვილი არის ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი.
| Print |
FaceBook Twitter Google