სპორტი
ვეჯინელი მოკრივე ევრაზიის ჩემპიონი გახდა
სლოვაკეთში პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის სკოლის მოკრივემ 24 წლის გიორგი ბეროშვილმა. ის ევრაზიის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

-"გიორგიმ სლოვაკელი მოკრივე დაამარცხა და წარმატებასაც მიაღწია. 10 რაუნდიანი ბრძოლა იყო და მან მესამეში ნოკაუტით იმარჯვა. მან რეიტინგში 33 ქულით აიწია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოკრივეებს შორის მეორე ადგილზეა. გიორგის ამ ქამრის დაცვა კიდევ ერთი წელი მოუწევს. ეს არ არის მისი პირველი წარმატება, ბევრი ტურნირის ჩემპიონია. მინდა აღვნიშნო, რომ კრივის სკოლაში რინგი არ გვაქვს, ბავშვები ურინგოდ იზრდებიან. თუკი ეს პრობლემა მოგვარდება და ვინმე დაგვეხმარება, ჩვენი სპორტსმენები უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ." - აღნიშნა კრივის სკოლის დამფუძნებელმა მამა ილიამ.



| Print |
FaceBook Twitter Google