სპორტი
კოლაგელი ზურა მექერიშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა [Photo]
გურჯაანის კულტურის ცენტრში, პროფესიონალურ კრივში საერთაშორისო-სარეიტინგო ორთაბრძოლა გაიმართა. კოლაგელმა სპორტსმენმა ზურა მექერიშვილმა ვარიანელი მიხეილ ხუციშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გამარჯვებული თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და საქართველოს პროფესიონალ მოკრივეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ყველა დროის საუკეთესო მოკრივემ, მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა დააჯილდოეს.

შეგახსენებთ, რომ ზურა მექერიშვილმა გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონი კრივში, გერმანელი რომან ალესილი დაამარცხა. მან 76 წონით კატეგორიაში იჩხუბა და შეხვედრა მეექვსე რაუნდზე მოწინააღმდეგის ნოკაუტით დაასრულა. კოლაგელი სპორტსმენი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.


| Print |
FaceBook Twitter Google