სპორტი
მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში
30-31 ივლისს, გურჯაანში საჭადრაკო კლუბის დარბაზში ჩატარდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში.


„ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ხალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით ეწყობა. როგორი სისტემით ჩატარდება და პარტიას რამდენი ხანი დაეთმობა, ამას მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით გადავწყვეტთ. ჩვენ ვთხოვეთ სოფლის წარმომადგენლებს თავიანთ სოფელში მოეძიებინათ ორი ადამიანი, რომელმაც სამოყვარულო დონეზე იცის ჭადრაკი. გამარჯვებულებისთვის გვაქვს ფასიანი საჩუქრები, მედლები, დიპლომები, სპორტული თასები და ფლეშკიანი დინამიკები, “- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.

მისივე თქმით, რეგისტრაცია 30 ივლისს 10 საათზე, ხოლო შეჯიბრი 12 საათზე დაიწყება. მონაწილეთა ასაკი და სქესი შეუზღუდავია.
ტურნირის დამთავრების შემდეგ გამოვლინდება პირველი სამი ადგილის გამარჯვებული, ასევე ყველაზე ხანდაზმული და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე.


| Print |
FaceBook Twitter Google