სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია
24 წლის ლაშა შავდათუაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიაში 8 აგვისტოს 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში შავდათუაშვილმა ისრაელის წარმომადგენელი, 2015 წლის ევროპის ჩემპიონი საგუი მუკი იპონით დაამარცხა.

ქართველ ძიუდოისტს გამარჯვება მიულოცეს რიო დე ჟანეიროში მყოფმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და საქართველოს დელეგაციის ოფიციალურმა პირებმა. ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო პირველი მედალია რიო დე ჟანეიროში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის.
| Print |
FaceBook Twitter Google