სპორტი
სიღნაღში ორგანიზაციებს შორის საფეხბურთო ტურნირი გაიმართება
23, 24 და 25 აგვისტოს სიღნაღში, სპორტულ მოედანზე მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ფეხბურთში მინი-ტურნირი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას „კომპლექსური სასპორტო სკოლის“, „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის“, „შსს სიღნაღის რაიონული განყოფილების“, „დაცვის პოლიციის“, „ბანკების გაერთიანების“, სასტუმროების- „ფიროსმანის“, „კაბადონის“, „სოლომონის“ და რესტორანი „სარაჯიშვილის“ საფეხბურთო გუნდები მიიღებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობა ტურნირისთვის სხვადასხვდა ნომინაციებს დააწესებს. პირველ ადგილზე გასული გუნდი 300 ლარით დაჯილდოვდება.
| Print |
FaceBook Twitter Google