სპორტი
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორი. ქართველმა ძალოსნებმა 16 აგვისტოს ისტორიული და აქამდე არნახული შედეგი დააფიქსირეს.

ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა, თურმანიძემ კი 448 კგ. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში. 22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ. აკვრაში კი 258 კგ. დააფიქსირა.

თურმანიძემ  ბრინჯაოს მედალი ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამის დაძლევით მოიპოვა, ასევე ყველა ცდა წარმატებით შეასრულა ორივე მოძრაობაში.საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი - 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.
| Print |
FaceBook Twitter Google