სპორტი
სალაშქრო რალში ყვარლის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა
20-21 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ყველაზე მაშტაბური პროექტის „საქართველოს თასი ლაშქრობაში" ფინალური ეტაპი ჩატარდა.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან.  მონაწილეებს ადგილზე ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი თამაშის სპეციფიკისა და პრინციპების შესახებ, ასევე, მიიღეს სასარგებლო ინფორმაცია ბუნებაში ორიენტირებისა და თვითგადარჩენის ხერხების შესახებ. ფინალში ერთმანეთს 10 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებული შეჯიბრებისას გამოვლინდნენ.


მესამე ადგილი ყვარლის მოლაშქრეთა გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილი კი ჯავახებმა. ხოლო 2016 წლის სალაშქრო რალის თასი სამეგრელოში, კერძოდ კი ფოთში გადაინაცვლებს და სწორედ ეს უკანასკნელი უმასპინძლებს 2017 წლის გათამაშების ფინალს. სალაშქრო რალის მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კომპანიები: Humanity და Geoland-ი იყვნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google