სპორტი
მოჭიდავე გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონია
საფრანგეთში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი მელიამ ოქროს მედალი მოიპოვა.


20 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი დამიან ევუ ანგარიშით 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას კი 7:1 სძლია. ნახევარფინალში მელია ამერიკელი ტრეისი ჰენკოკს შეხვდა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი სიჩევი მინიმალური ანარიშით 4:3 დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი მელია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
| Print |
FaceBook Twitter Google