სპორტი
სასკოლო სპარტაკიადა ჭადრაკში
გურჯაანის საჭადრაკო კლუბში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს შორის, ჭადრაკის საშემოდგომო სპარტაკიადის ფინალი ჩატარდა.



მასში ბაკურციხის, ჩუმლაყის, გურჯაანის მეორე, მესამე და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ეს იყო მოსწავლეთა საშემოდგომო კომპლექსური სპარტაკიადით გათვალისწინებული ერთ-ერთი სპორტული ღონისძიება. შეჯიბრი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. პირველ ადგილზე გავიდა მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი, მეორეზე ჩუმლაყის, ხოლო მესამეზე მეორე საჯარო სკოლის გუნდი. თითოეულ ჯგუფში სამი მონაწილე იყო- ორი ბიჭი და ერთი გოგო.“ -აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.
მისივე თქმით, გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google