სპორტი
74 წლის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე 74 წლის ასაკში, 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


ბოლო ტურში, ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა, რომელთანაც პარტია ფრედ დაასრულა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო. ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნოემბერს დასრულდა. ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972). ის ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.



| Print |
FaceBook Twitter Google