სპორტი
საშემოდგომო სპარტაკიადა მკლავჭიდში
გურჯაანის კულტურის ცენტრის მანეჟში მკლავჭიდში მოზარდთა საშემოდგომო სპარტაკიადა გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.


5 წონით კატეგორიაში 80 მოსწავლე ასპარეზობდა. წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
40 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გიორგი ხაბაზიშვილი (ბაკურციხე), მეორე ადგილი- ნოდარ შანყულაშვილი (N4 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი- ვალერი ხეჩოშვილი (ვაზისუბანი).
50 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ვანო ზაქარიაშვილი (ბაკურციხე), მეორე ადგილი- ზურა გაბიტაშვილი (პირველი საჯარო სკოლა), მესამე ადგილი- გიგი თოდაშვილი (ჩუმლაყი).
60 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- რუსლან შანშიაშვილი (სოფელი გურჯაანი), მეორე ადგილი- გიორგი ჩუგოშვილი (ჩუმლაყი), მესამე ადგილი- ელდარ გლურჯიძე (ვეჯინი)
70 კგ წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გიორგი კასრელიშვილი (ვაჩნაძიანი), მეორე ადგილი- ნოდარ ქევხიშვილი (კალაური), მესამე ადგილი-გიორგი ჯამატაშვილი (N4 საჯარო სკოლა)
აბსოლუტური წონა: პირველი ადგილი -ნიკა რუსიშვილი (ველისციხე), მეორე ადგილი -გიორგი ჯანიაშვილი (ახაშენი), მესამე ადგილი- კახა თევდორაშვილი (ახაშენი)
გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით.


| Print |
FaceBook Twitter Google