სპორტი
ლაგოდეხელმა სპორტსმენმა ტურნირი ნოკდაუნით მოიგო
რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ კრივის ღია ტურნირზე, კახეთის რეგიონიდან გამარჯვება ლაგოდეხელმა თემურ ქიმაძემ მოიპოვა.


მან ფინალური ბძოლა ტექნიკური ნოკდაუნით დაასრულა.
„სამდღიანი ტურნირი იყო, სადაც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები. 75 კგ. წონით კატეგორიაში კახეთიდან მხოლოდ თემურ ქიმაძემ გაიმარჯვა. ძალიან კარგი მოკრივეა. მომავალში, სურვილი აქვს, საქართველოს ჩემპიონატი მოიგოს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. ბოლო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი გადაწყდება, მარტის თვეში უნდა გაიმართოს. დიდი იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა. “-აღნიშნა მწვრთნელმა ალიკა ბირუქაშვილმა.
თემურ ქიმაძემ ფინალში მასზე ერთი წლით უფროსი, 1999 წელს დაბადებული სპორტსმენი დაამარცხა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კრივი / ლაგოდეხი /