სპორტი
გიორგი ჭიღლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს 19 - წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა.

ზემძიმე წონით კატეგორიაში, ქართველმა გიორგი ჭიღლაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც ავსტრალიელ ჯასტინ ჰანისთან წააგო. ოქროს მედლისთვის გადაწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გიორგიმ ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა, ყველაზე რთული გამარჯვება კი ქართველმა მეოთხედფინალში იზეიმა, როდესაც ყაზახი მეტოქე მინიმალური უპირატესობით 3-2 დაამარცხა. სანქტ - პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მთლიანობაში 6 ქართველო მოკრივე გამოდიოდა, თუმცა ჭიღლაძის გარდა მედლებისთვის ბრძოლა სხვებმა ვერ მოახერხეს.
| Print |
FaceBook Twitter Google