სპორტი
ლაგოდეხში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ლაგოდეხის N1 და N3 საჯარო სკოლებს შორის, ჭადრაკში ტურნირი გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობას 22 მოსწავლე იღებდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
პირველი ადგილი - ნინო შატაკიშვილი; მეორე ადგილი - ლუკა დევნოზაშვილი; მესამე ადგილი - სურენ პოზოიანი.
გამარჯვებულები ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორმა ივანე ხაჩიძემ, სიგელით მედლებით, ფასიანი საჩუქრებითა და თასით დააჯილდოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google