სპორტი
კახეთის პირველობა ჭადრაკში
გურჯაანში ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში ჭადრაკში კახეთის პირველობა გაიმართა.

ტურნირში სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული 8 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები მონაწილეობდნენ.
გოგონებს შორის პირველი ადგილი თელაველმა მარიამ მთვარელიშვილმა დაიკავა, მეორე საპრიზო ადგილი კი, გურჯაანელ მაგდა ღამბაშიძეს ერგო.
ბიჭებს შორის პირველი ადგილის მფლობელი თელაველი გიორგი თუშიშვილი გახდა, მეორეზე საგარეჯოელი გიორგი გენგაშვილი გავიდა, ხოლო - მესამეზე გურჯაანელი ლუკა პაპუნაშვილი.

წარმატებული მონაწილეები პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებითა და დიპლომებით ააიპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. ყველა გამარჯვებული, მაისის თვეში ბათუმში საქართველოს ჭადრაკის პირველობაზე დაგეგმილ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google